ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს. კახა ჩხეტიანის გუნდმა ზესტაფონში გამართულ ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ დაამარცხა და უპრინციპულეს მეტოქესთან გამარჯვებით ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და მეტოქის ძლევა მოახერხეს. ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც პორტუგალიელმა მცველმა პედრო მონტეირომ ახლო მანძილიდან დალაშქრა დინამოელთა კარი. 73-ე წუთზე კი იმერელთა კარგი კომბინაცია გოლით პარაგვაელმა ფეხბურთელმა მაურო კაბალიერომ დაასრულა.
ამრიგად, ქუთაისის „ტორპედო“ ფინალშია, რომელიც 7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება და მისი მეტოქე "ლოკომოტივი 2" იქნება.
„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მონტეირო (56), 2:0 კაბალიერო (73)