ფეხბურთი

14:43 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო დი კანიო: "კვარაცხელია ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქართველი ევროპის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა.

„კვარა ამჟამად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა. ამ სამი თვის განმავლობაში ვნახეთ ბრწყინვალე ფეხბურთელი, როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე“, - აღნიშნა „ვესტ ჰემის“ ყოფილმა შემტევმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127359