ფეხბურთი

12:47 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "შახტარიდან" მუდრიკის შეძენას აპირებს

პსჟ მზადაა დონეცკის "შახტარს" სარფიანი შეთავაზება გაუკეთოს, რათა უკრაინის ნაკრების გარემარბი მიხაილო მუდრიკი შეიძინოს ამის შესახებ SportMediaset იტყობინება.

წყაროს ცნობით, 21 წლის უკრაინელი ევროპის რამდენიმე ტოპკლუბის, მათ შორის "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესთა სიაშია.

თუმცა, ჟურნალისტი კარლო ნიკოლინი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში უკრაინელისთვის 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიხაილოს მოქმედი კონტრაქტი "შახტართან" 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111828