ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად „მონცას“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ ტელეკომპანია DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელია ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროს შეადარა.
„ტოტისა და დელ პიეროს შემდეგ, ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან ცოტა მინახავს“, - აღნიშნა მან ქართველ ფეხბურთელზე.
შეგახსენებთ, რომ რაფაელე პალადინო „იუვენტუსში“ თამაშობდა და ალესანდრო დელ პიეროს თანაგუნდელი იყო.