„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი Goal Italia-მ გამოარჩია და მის შესახებ წერს: „სერია A-ზე მისი გავლენა კაშკაშა იყო, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი მუდმივი ზრდა, რომელსაც თამაშიდან თამაშამდე აჩვენებს. „სასუოლოს“ წინააღმდეგ მორიგი შოუ მოაწყო: ორი საგოლე პასი ოსიმენზე, სანამ თვითონაც გაიტანდა. მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი გამორჩეულად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა.