ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „ბაიერნთან“ მე-6 ტურის მატჩის წინ, მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„დღევანდელ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დიდი გამოწვევაა - თამაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მშვენიერ სტადიონზე. გვინდა მწყობრად ვითამ ამაშოთ, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რადგან მეტოქეს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 5 ტურში 10 ქულა დააგროვა, C ჯგუფში მეორე ადგილზეა და ფლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა. ლიდერი კი 15-ქულიანი „ბაიერნია.“
„ბაიერნი“ – „ინტერის“ მატჩი დღეს, 1 ნოემბერს, მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.