სხვა

1:08 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინგეგაარდმა სინგაპურის ერთკვირიანი რბოლა მოიგო

ტურ დე ფრანსის მოქმედმა ჩემპიონმა, დანიელმა იონას ვინგეგაარდმა სინგაპურის ერთკვირიანი რბოლა მოიგო, რომელიც პირველად გაიმართა. ბოლო 65-კილომეტრიანი ეტაპის ბოლო კილომეტრზე მან გადამწყვეტი შეტევა განახორციელა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

მეორე ადგილი დაიკავა ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა კრის ფრუმმა დაიკავა, მესამეზე კი იტალიელი ვინჩენცო ნიბალი გავიდა, ვინც ამ სეზონის ბოლოს, სპორტულ კარიერას დაასრულებს.

„ძალიან რთული რბოლა იყო. ბედად, იმ ჯგუფში ვიყავი, ვინც დაწინაურება შეძლო. ასეთ სიცხეს ტურზეც შეჩვეული ვარ და ამიტომ, ეს ფაქტორი ჩემზე არ მოქმედებდა“, - განაცხადა 25 წლის ვინგეგაარდმა, ვინც „ჯუმბო-ვისმას“ წევრია.

რბოლა ქალაქის გარეუბან მარინა ბეის 3.2-კილომეტრიან ტრასაზე ჩატარდა, რომლის ნაწილიც, ფორმულა 1-ის რბოლების ტრეკში შედის. სულ 20 წრე იყო გასავლელი. დანიელისგან განსხვავებით, 37 წლის ფრუმმა განაცხადა, რომ 30-გრადუსიანი ტემპერატურა და დახუთული ჰაერი, მისთვის ძნელად ასატანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11237