„მილანმა“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელ სპეციალისტს ძველი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა და მხარეებმა ის ერთი წლით გააგრძელეს.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლი „მილანს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს და გასულ სეზონში გუნდს სკუდეტო მოაგებინა.