ფეხბურთი

17:30 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "საფრანგეთს მესი, ნეიმარი და მბაპე ჰყავს, მაგრამ მე ვჭირდები, რადგან ღმერთი არ ჰყავს"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი მის გარეშე მოსაწყენია. როგორც მან თქვა, საფრანგეთს ის სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ში ნეიმარი, ლიონელ მესი და კილიან მბაპე თამაშობენ.

„მას შემდეგ, რაც საფრანგეთი დავტოვე, ყველაფერი ჩამოიშალა, სალაპარაკო არაფერია. საფრანგეთს მე ვჭირდები და მე არ მჭირდება საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ მესი, ნეიმარი და მბაპე გყავთ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ღმერთი არ გყავთ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა Canal Plus-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში 2012-2016 წლებში თამაშობდა.

0.11255