ფეხბურთი

0:40 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწერალი: "ტიფოზების ენთუზიაზმი, როცა კვარა ბურთს იღებს, დიეგოს მაგონებს"

იტალიელმა მწერალმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა მაურიციო დე ჯოვანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველის დიეგო მარადონასთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ მათ შორის კავშირი მაინც იპოვა.

„კვარაცხელიასა და მარადონას შედარება აშკარად არ შეიძლება, მაგრამ მოლოდინი და ენთუზიაზმი, რომელიც ტიფოზებში ჩნდება, როცა ქართველი ბურთს იღებს, ნამდვილად ჰგავს იმას, რაც მაშინ ხდებოდა, როდესაც ბურთს დიეგო იღებდა. ეს ბიჭი საოცარ რაღაცებს აკეთებს“, - თქვა დე ჯოვანიმ Radio24-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11021