ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „შტურმმა“ „რიდი“ 2:1 დაამარცხა და ოთარ კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით მოედანზე 81 წუთი გაატარა, 71-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ოთარმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე - მესამე. სამი დღის წინ მან ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდთანაც“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„შტურმს“ 31 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ კი 2 ქულით ჩამორჩება.