იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 0:0.
ქართველმა მცველმა 85-ე წუთამდე ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მოედანი მან კუნთის პრობლემის გამო დატოვა, თუმცა მოედანი თავისი ფეხით დატოვა და სავარაუდოდ დაზიანება საგანგაშო არ არის. სტატისტიკის ვებგვერდ Whoscored-ისგან ლუკამ მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.2 ქულა, Sofascore-სგან კი 7.3 ქულა მიიღო.
„კრემონეზე“ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და 5 ქულით ბოლო ორ პოზიციას „ვერონასთან“ ერთად იყოფს. მასიმილიანო ალვინის გუნდი მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.