ფეხბურთი

15:53 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გოლი "ჰატაისპორთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში გიორგი ბერიძემ გოლი საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორს“ გაუტანა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო - გიორგიმ 83 და საბამ 71 წუთი ითამაშა. ბერიძემ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, როცა მეტოქის მეკარეს ახლო კუთხეში ძლიერად და ზუსტად დაურტყა. საბოლოოდ, „ანკარაგიუჯუმ“ 4:1 მოიგო, ხოლო ბერიძეს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

„ანკარაგიუჯუს“ აქტივში 13 ქულაა და მე-11 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო „ჰატაისპორი“ 10 ქულით მე-16 ადგილზეა.

0.13297