ლიბერტადორესის თასის 2022 წლის გათამაშება „ფლამენგომ“ მოიგო. დორივალ ჟუნიორის გუნდმა ფინალში ასევე ბრაზილიური „ატლეტიკო პარანაენსე“ დაამარცხა, რომელსაც ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნის.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაბრიელ ბარბოსამ გაიტანა და მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვალა.
„ფლამენგომ“ ლიბერტადორესის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. მანამდე „მენგოს“ ეს ჯილდო 1981 და 2019 წელს ჰქონდა მოპოვებული.