მსოფლიოს უკვე ორგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, ერთ სეზონში მოგებული რბოლების რაოდენობით, რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. მან მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და რეალური შანსი აქვს, კვირის რბოლაც პირველზე დაასრულოს. და თუ ასე მოხდა, ეს ამ სეზონში მისი მე-14 გამარჯვება იქნება, ერთით მეტი, ვიდრე მიხაელ შუმახერის და სებასტიან ფეტელის რეკორდია.
25 წლის ჰოლანდიელმა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული იაპონიაშივე გაინაღდა. ძმები როდრიგესების სახელობის სწრაფ ტრეკზე, მან უკან მოიტოვა „მერსედესის“ პილოტები, ჯორჯ რასელი და ლუის ჰამილტონი, რომელთა შორისაც სხვაობა მხოლოდ 0.005 წამი იყო. ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი მეოთხე შედეგს დასჯერდა.
„პოულზე ყოფნა რა თქმა უნდა, საოცარია. პირველ მოსახვევამდე ძალიან გრძელი სწორია. ამიტომ, კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, სწრაფი მანქანა გვაქვს, რაც მთავარი ფაქტორია. ჩეკოც ახლოსაა. რბოლისთვის ჩვენ მანქანა სწრაფია და იმედია, საინტერესო სანახაობას მოვაწყობთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-19 პოულია. მას შანსი აქვს, მექსიკური რბოლა მეოთხედ მოიგოს.
ცნობისათვის, 2016 წლის შემდეგ, მექსიკაში რბოლა არასდროს მოუგია პილოტს, ვინც სტარტი მოწინავე პოზიციიდან აიღო.
მექსიკის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'17.775
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.304
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.309
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.353
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.576
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 0.626
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.780
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.946
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.164
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.235
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.550
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.701
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.814
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.897
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.058
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.644
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.644
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.745
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 3.084
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.392