საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტური ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც კახა ჩხეტიანის გუნდმა მოიგო და მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მატჩის ბედი სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლმა გადაწყვიტა და იმერლებმა უმნიშნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.
„ტორპედოს“ ახლა 49 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი უშუალო კონკურენტ „სამგურას“ შეხვდება. „თელავი“ 34 ქულით მეშვიდეა და წინ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა ელოდება.
„ტორპედო“ – „თელავი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 პავიშიჩი (25, ა.გ)