კალათბურთი

11:51 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 2 ქულა და "ინდიანას" მეორე მოგება სეზონში

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და 127:117 გაიმარჯვა. სტუმრებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს.

გოგა ბითაძეს ამჯერად დიდი სათამაშო დრო არ მიუღია. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 02:26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 2-დან 2 საჯარიმოს გამოყენება მოახერხა.

„ინდიანაში“ საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო „ვაშინგტონს“ 31 ქულით, 7 მოხსნით და 4 პასით ბრედლი ბილმა ულიდერა.

„ინდიანა პეისერსს“ 2 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს, სტუმრად „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.

0.116682