ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ამჟამინდელ სათამაშო ფორმას თუ შეინარჩუნებს, სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოიგებს.
„ყველაფერი შესაძლებელია, როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაში. პირადად მე გადამხდა ეს 2016 წელს, როცა „იუვენტუსთან“ ერთად 11-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ჩემპიონები გავხდით, თანაც, სატურნირო ცხრილში ბევრი გუნდი გვისწრებდა. ეს განსაკუთრებულად ერთიანი ჯგუფის წყალობით მოვახერხეთ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონში „ინტერის“ ქამბექს, უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი“ თუ შეინარჩუნებს ამ ფორმას, რწმენას და თამაშის ხარისხსს, ყველა გუნდისთვის მიუწვდომელი იქნება“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 11 ტურის შემდეგ 29 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 3 ქულით უსწრებს, ხოლო „ინტერთან“ 8-ქულიანი უპირატესობა აქვს.