ფეხბურთი

14:43 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "ანტონი უბრალოდ ჯამბაზია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა ანტონი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ჯამბაზია.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტირასპოლის "შერიფთან" მატჩის პირველ ტაიმში ბურთი ფლანგზე მიიღო და რამდენიმე ბრუნი გააკეთა, მარგი ქმედების გარეშე. მისი უცნაურო მოძრაობა სასაუბრო თემა გახდა და ამის გამო სქოულზმა მას ჯამბაზი უწოდა.

„არ მგონია, რომ ეს შოუ მან გულშემატკივრებისთვის მოაწყო. მე ვფიქრობ, ანტონი უბრალოდ ჯამბაზია“, - თქვა სქოულზმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113804