სხვა

23:18 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი მომავალ წელს მონაწილეებს რთულ გამოცდას უმზადებს

ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებმა, ველომარათონის 2023 წლის მარშრუტის წარდგენის ცერემონია ჩაატარეს. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ რბოლის მონაწილეებს, ურთულეს დასაწყისი და ფინიში ელით.

რბოლა სტარტს ბასკეთის ქალაქ ბილბაოში აიღებს და მაშინვე პირენეის მთებს მიაშურებს, სადაც ტურმალეს, მასიფ სენტრალის და პუი დე დომის (1988 წლის შემდეგ პირველად) რთულ სამთო მონაკვეთებს მოივლის. დასვენების დღემდე, სამი ურთულესი სამთო ეტაპი და დროზე ინდვიდუალური რბოლაა გასავლელი, შემდეგ კი მონაწილეები სამთო კურორტ კურშეველსაც მიადგებიან.

რბოლის სპორტული დირექტორი ტიერი გუვენუ ამბობს, რომ კურშეველის ეტაპი, თავისი მკვეთრი დაღმართით, რომლამდეც კოლ დე ლა ლოზის მკვეთრი აღმართია გასავლელი, ერთ-ერთი ურთულესი იქნება.

რბოლის დირექტორი კრისტიან პრუდომი ამბობს, რომ მრშრუტის შედგენისას, გადაწყვეტილი იყო, რომ ამჯერად მონაწილეებისთვის რთული სამთო გამოცდები მოეწყოთ. ამის საშუალებას კი ის გარემოება იძლევა, რომ რბოლა ბასკეთში დაიწყება.

იმის გამო, რომ დროზე რბოლის მარშრუტის სიგრძე მხოლოდ 22 კილომეტრია, ველომარათონში ფავორიტები სამთო სპეციალისტები იქნებიან. პრუდომი დასძენს, რომ ასეთი მარშრუტის გამო, რბოლა ძნელად პროგნოზირებადი იქნება. სამთო დასაწყისს, ასევე სამთო ბოლო ეტაპები დააგვირგვინებს, რაც ველომრბოლებისგან დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

ველომარათონი 1 ივლისს დაიწყება. 1992 წლის შემდგ, სტარტი პირველადაა ბასკეთში. მაშინ ტური სან სებასტიანში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114862