ფეხბურთი

14:50 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „ბენზემა ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის“

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუსმა, ჟურნალისტებს თანაგუნდელ კარიმ ბენზემასთან მისი ურთიერთობის შესახებ უამბო.

„კარიმი ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის. მე კი ვცდილობ ხელი შევუწყო, რათა შარშანდელის მსგავსად ბევი გოლი გაიტანოს.

წლების მანძილზე ის კრიშტიანუ რონალდუს ჩრდილში გახლდათ და ახლა მისთვის მნიშვნელოვანია გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყოს. ბედნიერი ვარ, თუ ამ მხრივ ცოტას მეც ვეხმარები.“ - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ბენზემას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი - France Football-ის „ოქროს ბურთი“ გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116305