ფეხბურთი

19:12 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია უფრო ბაჯოს ჰგავს, ვიდრე მარადონას"

ვეტერანმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვიტორიო ტოსტომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ხვიჩა თამაშის მანერით უფრო რობერტო ბაჯოს ჰგავს, ვიდრე დიეგო მარადონას.

„ჩემი აზრით, კვარაცხელია უფრო ბაჯოს ჰგავს, ვიდრე მარადონას. თვისებებით, დრიბლინგით, მოძრაობებით. ჩემი აზრით, ქართველის თამაშები ძალიან ჰგავს ბაჯოსას. დიდი ხანია ვამბობ, რომ სპალეტი ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია, რადგან მოახერხა თავისი გუნდის აშენება ნულიდან და ძალიან ზუსტი იდენტობა მისცა“, - თქვა ტოსტომ.

0.114892