ფეხბურთი

13:00 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "იმედს სუსტები კარგავენ, "ინტერის" თამაშს ყველა ერთად ვუყურებთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ბაიერნთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯგუფიდან გასვლის იმედს ბოლომდე შეინარჩუნებენ. ჩავი „ინტერი“ – „პლზენის“ შედეგის მიუხედავად „ბაიერნთან“ მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ.

"ბაიერნი“ ინტენსიური, ფიზიკური გუნდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მილანში. ჩვენ გვინდა ამ თამაშის მოგება და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კონკურენცია ამ დონეზე. მიუნხენში წავაგეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი შედეგი მივიღეთ.

მცირე იმედი გვაქვს, რომ „პლზენისა“ და „ინტერის“ მატჩში რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ არასასიამოვნო სიტუაციაში ვართ, რადგან საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებული, მაგრამ იმედი არასოდეს უნდა დაკარგოთ. „ბაიერნის“ თამაშამდე ორი საათით ადრე „კამპ ნოუზე“ შევიკრიბებით და „ინტერის“ მატჩს ერთად ვუყურებთ. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ გასახდელში ამ თამაშს.

სუსტი იმედს კარგავს. სამწუხაროა, რომ ვერც მილანში და ვერც მიუნხენში მაქსიმალური ქულები ვერ დავაგროვეთ. უკვე ვთქვი, რომ წელს კონკურენცია მაღალი იყო, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და თქვენ მიცნობთ. მაგრამ, როცა ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული, ისეთი პოზიტიური აღარ ხარ. არასასიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ", - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ჯგუფიდან გასვლის საკითხი „ინტერზეა“ დამოკიდებული და თუ იტალიელები მოიგებენ, ესპანელები ჯგუფში ჩარჩებიან.

0.065908