ფეხბურთი

21:09 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელმა რომის რკინიგზის სადგურში უსახლკარო ადამიანებს საკვები გადასცა

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ჟუან ჟესუსი რომში, რკინიგზის სადგურზე უსახლკარო ადამიანებს საკვებით დაეხმარა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიაქვს ბრაზილიელ ფეხბურთელს მათთვის ორი ჩანთა, რომელშიც იტალიური მედიის ცნობით საჭმელი იყო.

სანამ „ნაპოლი“ რომიდან ნეაპოლში მატარებლით დაბრუნდებოდა, ჟესუსი ავტობუსიდან ჩავიდა, უსაფრთხოების კორდონს გასცდა და უსახლკარო ადამიანებთან მივიდა. მის ჟესტზე იტალიაში ყველა საუბრობს და ბრაზილიელ მოთამაშეს ლოგიკურია, რომ აქებენ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ „რომა“ ვიქტორ ოსიმენის გოლით დაამარცხა, 26 ოქტომბერს კი, „რეინჯერსს“ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდება.

0.130491