მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ გამოჯანმრთელდა. იტალიური მედიის ცნობით, ბელგიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.
„ინტერი“ 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდება და ლუკაკუს განაცხადში ელოდებიან.
ბელგიელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.