სხვა

19:44 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტს მარკ სენგერს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ბიატლონის ექსპერტს მარკ სენგერს შეხვდა და 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალისთვის ბიატლონის ტრასის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

ბიატლონის ექსპერტი მარკ სენგერი საქართველოში სეოკ-ის მოწვევით და საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციის რეკომენდაციით იმყოფება. ის ბაკურიანს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მამუკა ხაბარელთან ერთად 24-26 ოქტომბერს ეწვევა და მოინახულებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დროებითი ტრასის მშენებლობის სავარაუდო ადგილმდებარეობებს.

შეხვედრას ესწრებოდენენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

GEONOC.ORG.GE

0.116034