ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდა და მარცხი განიცადა - 65:67. მატჩი დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო.
შერმადინმა პარკეტზე 16:40 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 2 ქულით, 5 მოხსნით და 1 პასით შეეწია. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია.
„ბარსელონაში“ საუკეთესო ნიკო ლაპროვიტოლა იყო 25 ქულით, ხოლო კანარიელებს სასუ სალინმა 22 ქულით ულიდერა.
„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 4 მოგებით და 1 წაგებით პირველ-მესამე ადგილებს „ბარსელონასა“ და „გრან კანარიასთან“ ინაწილებს, 29 ოქტომბერს კი, სტუმრად „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.