ფეხბურთი

16:45 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: "მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, რომ „მანჩესტერ სიტის“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს.

ინგლისური კლუბი ხვიჩას თამაშით „ლივერპულის“ წინააღმდეგ მოხიბლული დარჩა და წყაროს თანახმად, იმედი აქვთ, რომ გიორგი ქინქლაძის მეშვეობით შეძლებენ ქართველი ფეხბურთელის დარწმუნებას, რომ „სიტი“ აირჩიოს. Sun-ი წერს, რომ ქართველს „ნაპოლი“ დაახლოებით 65 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელევა.

თავის მხრივ, ნეაპოლური გამოცემები ამ ინფორმაციის საპასუხოდ წერენ, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ იტალიაში ის კიდევ ერთი სეზონი მაინც უნდა დარჩეს მისი პროგრესისთვის. იმავეს ფიქრობს აურელიო დე ლაურენტისი და „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110765