შეერთებული შტატების დიდი პრიზის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს „ფერარის“ კარლოს საინსი, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლის მიწურულს, დაძაბულ პაექრობაში აჯობა მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს და თავის თანაგუნდელ შარლ ლეკლერს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „რედ ბულის“ მფლობელი და ენერგეტიკული სასმელების ავსტრიული იმპერიის დამაარსებელი, ავსტრიის უმდიდრესი ადამიანი, 79 წლის დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა. ის კიბოთი იყო ავად.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო 2012 წელს მოიგო პილოტმა, რომელმაც სტარტი პირველი რიგიდან აიღო.
შარლ ლეკლერს მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელს სტარტზე გვერდს ვერ დაუმშვენებს, რადგან ძრავის შეცვლის გამო, მას 10 პოზიციით უკან დადგომა მოუწევს. ამიტომ, მეორე პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი გადაინაცვლებს, ვინც ამ სეზონში მე-13 გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„ფერარის“ 19 ქულა ან მეტი სჭირდება იმისთვის, რომ „რედ ბულს“ ოსტინშივე კონსტრუქტორთა პირველობის მოგების საშუალება არ მისცეს. მრბოლთა კლასიფიკაციაში კი მაქს ფერსტაპენს უკვე განაღდებული აქვს მეორე ტიტული.
აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'34.356
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.065
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.092
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.289
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.591
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.632
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.242
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.334
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.520
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.963
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1.122
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.152
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.494
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.724
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.901
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.652
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.749
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.771
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.814
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.947