ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ თავისი პერიოდის „მილანზე“ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ დიეგო მარადონა შეიძლება გუნდში არ აეყვანა.
როგორც იტალიელმა აღნიშნა, რომ ჰქონოდა მარადონას დამატების შანსი, არ იცის, დაიმატებდა თუ არა.
„მე არ მჭირდებოდა გუნდში ინდივიდუალისტები, ხარბი მოთამაშეები, არამედ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდურად და გუნდისთვის თამაშობდნენ. მარადონა გამონაკლისი იქნებოდა? არ ვიცი, დავიმატებდი თუ არა. მედია და გულშემატკივრების უმეტესობა თამაშს არც კი უყურებს, არამედ შედეგს. მხოლოდ გამარჯვებაა საინტერესო. ჩვენთვის კი უემოციო გამარჯვება გამარჯვება არ იყო. მოგება დაუმსახურებლად მოგება არ იყო. ზოგადად, დიდი გუნდის გარეშე დიდი საქმეების გაკეთება რთულია“, - თქვა საკიმ.