ავტოსპორტი

17:59 | 22.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1 ახალგაზრდა ქალთა ახალ სერიას გეგმავს

ფორმულა 1-ს სრულიად ახალი, ახალგაზრდა ქალ მრბოლთა სერიის ჩამოყალიბება აქვს განზრახული, რაც ქალ მრბოლებს, მოტორსპორტული კარიერის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ტელეარხ სკაი სპორტსის ინფორმაციით, ახალი სერიის დებიუტი მომავალ სეზონში შედგება და მასში მონწილეობას 16-დან 22 წლამდე ასაკის პილოტები მიიღებენ.

ახალი სერია დაემატება ქალთა არსებულ W სერიას, რომელშიც ამ სეზონის ბოლო სამი რბოლა, ფინანსური პრობლემების გამო არ ჩატარდა. თუმცა ამის მიუხედავად, W სერია მომავალ სეზონში მაინც გაგრძელდება.

გამოცემა „მოტორსპორტის“ ინფორმაციით, ყოველი ახალი სერია ფორმულა 4 კატეგორიის სარბოლ ავტომობილებს იყენებს.

ბოლო ქალი მრბოლი, ვინც ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობა მიიღო, იტალიელი ლელა ლომბარდია. ის 1976 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ამასთან, ლომბარდი არის ერთადერთი ქალი მრბოლი, ვინც ფ1-ში ქულის მოპოვება შეძლო.

0.253905