NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 134:137 წააგო, გოგა ბითაძემ კი სეზონის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18:06 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გოგამ 7-დან 4 სროლა გამოიყენა.
„ინდიანაში“ საუკეთესო ტაირის ჰელიბერტონი იყო, რომელმაც 27 ქულა და 12 პასი დააგროვა, ხოლო „სან ანტონიოში“ ჯოშ რიჩარდსონი გამოირჩა 27 ქულით და 2 მოხსნით.
„ინდიანა პეისერსმა“ სეზონის სტარტზე ორივე თამაში წააგო და მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, შინ „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.