ფეხბურთი

18:32 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" მაიკ მენიო მიმდინარე წელს ვერ დაეხმარება

საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნგოლო კანტეს შემდეგ მაიკ მენიოც გამოაკლდა. „მილანის“ მეკარე მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

ინფორმაცია იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ მენიოს თამაში იანვრამდე გამორიცხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მენიო მუნდიალზეც არ იქნება.

27 წლის კიპერმა ტრავმა სექტემბერში მიიღო და დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ ვარჯიშზე კუნთის დაიზიანა და ტრავმა სერიოზულია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მენიომ „მილანის“ რიგებში 9 თამაში ჩაატარა. ის იტალიურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა.

0.11223