ძიუდო

17:53 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილის ოქროს მედალი აბუ დაბის გრანდ სლემზე

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ნაკრებს პირველივე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოუტანა.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ძალიან ახლოს იყო. სარდალაშვილმა ფინალამდე გზად ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი მატან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი სალიჰ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი დაამარცხა, ხოლო ფინალში ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეი იანგს ვაზარით აჯობა და აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა თემურ ნოზაძემ. ის ნახევარფინალში სწორედ ხსენებულ ვეი იანგთან დამარცხდა, მანამდე თემურმა ფრანგი რიშარ ვერგნე, ტაჯიკი მუსლიმბეკ კარიმოვი და ინდოელი კუმარ იადავი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის თურქ სალიჰ ილდიზთან განიცადა მარცხი.

66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა პოლონელი პატრიკ ვავრჩიჩეკი და ინდოელი ნიტინ ჩაუჰანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იტალიელ მატეო პირასთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ალჟირელ ვაილ ეზინთან წააგო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ასპარეზობა გიორგი თუთაშვილი, მაგრამ პირველივე შეხვედრაში ყაზახ იესეტ კუანოვთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121616