ფეხბურთი

17:20 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ რიბერიმ განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდზე თავად გააკეთა.

39 წლის რიბერი ბოლო ორი სეზონი „სალერნიტანაში“ თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ შეძლო მოედანზე გასვლა და ტრავმის გამო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ის იტალიურ კლუბში დარჩება და მუშაობას მთავარი მწვრთნელის დავიდე ნიკოლას შტაბში გააგრძელებს.

ფრანკ რიბერის კარიერის განმავლობაში „ბულონის“ (29 მატჩი, 6 გოლი), „ალეს“ (19 მატჩი, 1 გოლი), „ბრესტის“ (37 მატჩი, 4 გოლი), „მეცის“ (22 მატჩი, 2 გოლი), „გალათასარაის“ (17 მატჩი, 1 გოლი), „მარსელის“ (90 მატჩი, 18 გოლი), „ბაიერნის“ (425 მატჩი, 124 გოლი), „ფიორენტინასა“ (51 მატჩი, 5 გოლი) და „სალერნიტანას“ ღირსება (25 მატჩი, 0 გოლი) დაუცავს. საფრანგეთის ნაკრებში მან 81 შეხვედრაში თავი 16-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109263