ფეხბურთი

13:21 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტადიჩს „აიაქსის“ მთავარმწვრთნელობა სურს

„აიაქსის“ 33 წლის სერბმა კაპიტანმა, დუშან ტადიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ძალიან უნდა ამსტერდამული კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდეს.

„მანამდე უნდა ითამაშო, სანამ შეგიძლია. სანამ სიამოვნებას იღებ. ახლა მიმდინარე ამბებზე ვარ გადართული. რა მოხდება მომავალში, ვნახავთ. ცხადია, ძალიან მინდა „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი გავხდე.

თუმცა, ჯერ სწავლა და ახალგაზრდებთან მუშაობაა საჭირო. შემდეგ კი პირველ გუნდთან.“ - ციტირებს ტადიჩის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტადიჩი „აიაქსში“ 2018 წლიდან თამაშობს. ნიდერლანდულ კლუბში მან 208 მატჩი ჩაატარა, 94 ბურთი გაიტანა და 98 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116226