ყაზახეთის თასის ნახევარფინალში თომა ტაბატაძისა და ლუკა იმნაძის „აკჟაიკმა“ ლუკა გადრანის „ტარაზი“ 5:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ერთი გოლი ტაბატაძემ გაიტანა.
თომამ ანგარიში ულამაზესი გოლით მეოცე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მან და გადრანმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო იმნაძე მოედანზე 85-ე წუთამდე იყო.
თომა ტაბატაძეს ყაზახეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონატში 9 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.