ფეხბურთი

22:11 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ინგლისური კლუბების ყურადღების ქვეშაა, "ნაპოლი" შენარჩუნებაზე მუშაობას იწყებს

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია სამომავლოდ შენარჩუნებაზე ზრუნვა როგორც ჩანს უკვე დაიწყეს. Calciomercato იტყობინება, რომ ქართველ ფეხბურთელს „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ თვალს ადევნებენ, იტალიური კლუბი კი მის შენარჩუნებას ცდილობს.

კვარაცხელიას ხელფასი ამჟამად წელიწადში 1.2 მილიონი ევროა, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მზადაა სეზონის ბოლოს მისი პირობები გააუმჯობესოს. იტალიური მედია იტყობინება, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას წელიწადში 2.5 მილიონ ევროსა და ბონუსებს შესთავაზებს, რის შედეგადაც, მისი ხელფასი თითქმის 3 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ამავდროულად, სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ კლუბიც და ფეხბურთელიც მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ფიქრობენ და სატრანსფერო ხმები უბრალოდ ჭორებია, რომელსაც ამჟამად რეალური არსებობის საფუძველი არ აქვს. შესაბამისად, მხარეებს ჯერ ახალ კონტრაქტზე საუბარიც არ დაუწყიათ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110953