ფეხბურთი

17:21 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გაიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ესპანურმა „ვალენსიამ“ ხოსე ლუის გაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა და კაპიტანი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ღამურების“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ხოსე გაია „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არ უთამაშია. „ლოს ჩეს“ რიგებში მან დღემდე 297 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 18 თამაშში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112315