„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა გამოარჩია და აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 11-ეულში ხვიჩა ყველაზე მაღალი შეფასებით - 8.9 ქულით მოხვდა.
გარდა ამისა, კვარა ტურის სიმბოლურ ნაკრებში Goal Italia-მაც შეიყვანა, რომელიც მის შესახებ წერს: „ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა, რომლის წყალობით „ნაპოლიმ“ 3 ქულა მოიპოვა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ქართველი მარცხენა ფლანგის მეპატრონე იყო, კიდევ ერთხელ“.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 14 შეხვედრაში თავი 7 გოლით, 6 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.