ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და ამჯერად გუნდს საგოლე პასით დაეხმარა. „ბოლონიასთან“ შეხვედრა ლუჩანო სპალეტის გუნდმა 3:2 მოიგო, ხოლო მისი პასით გამარჯვების გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის შესახებ მისმა თანაგუნდელმა ჯაკომო რასპადორიმ კომენტარი გააკეთა:
„კვარას გიჟური ხარისხი აქვს, ძალიან კარგი ბიჭია, წარმოუდგენლად ნიჭიერი. ყველანი ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყველამ მაქსიმუმი აჩვენოს და ეს არის ის, რაც განსხვავებას ქმნის“, - აღნიშნა რასპადორიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.