ჩემპიონმა „მილანმა“ სტუმრად „ვერონას“ მოუგო (1:2), ორი ადგილით დაწინაურდა და მესამე საფეხურზე დადგა. გამარჯვების გოლი სანდრო ტონალიმ გაიტანა 81-ე წუთზე.
მოიგო მისმა თანაქალაქელმა „ინტერმაც.“ ამჯერად სიმონე ინძაგის შეგირდებმა „სალერნიტანას“ სძლიეს. ანგარიში არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა, მეორე კი ნიკოლო ბარელამ შეაგდო. თუმცა „ნერაძური“ ისევ მე-7 ადგილზე დარჩა.
კრემონეზელმა ლუკა ლოჩოშვილმა სტუმრად „სპეციასთან“ 78 წუთს ითამაშა. შემდეგ ის იოჰან ვასკესმა შეცვალა. სამაგიროდ, მეორე წუთზევე სირილ დესერს საგოლე პასი მიაწოდა.
„ლაციომ“ და „უდინეზემ“ ერთამანეთს ვერ გაუტანეს.
„ნაპოლიზე“ და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ჯადოქრობებზე უკვე ვწერდით. ნეაპოლური კლუბი ისევ ერთპიროვნული ლიდერია.
იტალია
სერია A
მე-10 ტური. 16 ოქტომბერი
ნაპოლი - ბოლონია 3:2
ნეაპოლი. „დიეგო არმანდო მარადონა“
0:1 ზირკზეე (41), 1:1 ჟეზუსი (45), 2:1 ლოსანო (49), 2:2 ბეროუ (62), 3:2 ოსიმენი (69 კვარაცხელიას პასით)
ნაპოლი: მერეტი, რუი (ოლივერა 76), ჟეზუსი, კიმი, დი ლორენცო, ზელინსკი, ლობოტკა (დემე 82), ნდომბელე (ელმასი 71), კვარაცხელია, პოლიტანო (ლოსანო 46), რასპადორი (ოსიმენი 46)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
ბოლონია: სკორუპსკი, კამბიასო (დე სილვესტრი 89), ლუკუმი, ბონიფაცი, პოში (ლიკოიანისი 77), ფერგიუსონი, მედელი (მორო 71), ებიშერი (სანსონე 77), დომინგესი, ბეროუ, ზირკზეე
მწვრთნელი: ტიაგუ მოტა
მსაჯი: ფრანჩესკო კოსო
გაფრთხილება: დომინგესი (20), სკორუპსკი (58), სანსონე (90+1), ლიკოიანისი (90+3)
ვერონა - მილანი 1:2
0:1 ველოზუ (9 საკ. კარში), 1:1 გიუნტერი (19), 1:2 ტონალი (81)
სპეცია - კრემონეზე 2:2
0:1 დესერსი (2), 1:1 ნზოლა (19), 2:1 ჰოლმი (22), 2:2 პიკელი (52)
ინტერი - სალერნიტანა 2:0
1:0 მარტინესი (14), 2:0 ბარელა (58)
ლაციო - უდინეზე 0:0