კალათბურთი

0:47 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის საუკეთესო თამაში სეზონში და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ობრადოიროს“ უმასპინძლა და იოლად, 86:67 დაამარცხა. კანარიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შერმადინი იყო, რომელმაც 24:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და სეზონში პირველად მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფეს“ ლიგა ენდესაში 4 გამარჯვება აქვს (არცერთი წაგება) და პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 ოქტომბერს, „ბარსელონას“ სტუმრად შეხვდება.

0.131821