ფეხბურთი

18:26 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია 3 კვირა ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ანხელ დი მარიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც, მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაზიანება დადასტურდა.

როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი წერს, არგენტინელი ფეხბურთელი 20 დღეში უნდა გამოჯანმრთელდეს. დი მარიას უახლოესი სამი კვირის განმავლობაში გაუცდება მატჩები და ტურინელები იმედოვნებენ, რომ ის დაბრუნებას 6 ნოემბრისთვის, „ინტერთან“ შეხვედრის წინ მოახერხებს.

შესაბამისად, 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომელიც 5 კვირის შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ ტრავმა ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩში მიიღო. მან მიმდინარე სეზონში „იუვეს“ რიგებში 7 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11379