ფეხბურთი

18:58 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "პრესეზონი არავინ უნდა გამოტოვოს, ეს რონალდუს მაგალითმაც დაადასტურა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და ყველა შეხვედრაში მოედანზე გამარჯვებისთვის გადიან.

ნიდერლანდელმა ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუზე და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის ფორმით ახლა კმაყოფილია.

„მარსიალს არ უვარჯიშია, ვნახოთ, როგორ იქნება კვირას. მაგუაირიც გვაკლია, ისევე, როგორც ვან დე ბეკი და ვან-ბისაკა. რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია ევროპა ლიგის ჯგუფის მოგება, მინდა, ჯგუფში ყველა მატჩი მოვიგოთ, რათა მეორე ადგილი თავიდან ავიცილოთ.

რონალდუ? მას ბოლომდე მხარს ვუჭერ და მინდა, მისგან მაქსიმუმი მივიღო. ახლა ის ფორმაშია და კმაყოფილია. თავიდან სწორედ ამიტომ არ თამაშობდა, ფორმაში არ იყო და ეს ამტკიცებს, რომ პრესეზონი არავინ უნდა გამოტოვოს“, - თქვა ტენ ჰაგმა.

0.119215