ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ გადამწყვეტი მომდევნო სეზონი იქნება.
„ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც განსხვავებას მაშინაც ქმნის, როცა ცუდად თამაშობს. მე აქამდეც ვიცნობდი ამ ბიჭს: კრისტიან ძაკარდო იყო გადამწყვეტი მის ტრანსფერში, ყოველთვის განსაკუთრებული აქცენტით მელაპარაკებოდა ამ ახალგაზრდა ქართველზე. მას შესანიშნავი თვისებები აქვს, განსაკუთრებით სერია A-სთვის. მომდევნო სეზონი კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება იტალიური ფეხბურთის კონკრეტულ მექანიზმებთან შესაგუებლად“, - თქვა ამორუზომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.