იტალიელმა ჟურნალისტმა და „მილანის“ გულშემატკივარმა კლაუდიო კლაუდიო ბრაკინომ ხვიჩა კვარაცხელია რიკარდო კაკას შეადარა.
როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელ ფეხბურთელს არა შარლ დე კეტელარე, არამედ ქართველი ნახევარმცველი ჰგავს.
„როდესაც „მილანმა“ დე კეტელარე იყიდა, ძალიან ბევრი კაკას ადარებდა. სამაგიეროდ, კაკას ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია მაგონებს. განსაკუთრებით ვამსგავსებ ზოგიერთ ასპექტში, მაგალითად დრიბლინგის სიჩქარით, დარტყმითა და თამაშის ხედვით“, - თქვა ბრაკინომ.