ფეხბურთი

19:44 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ალექსანდერ-არნოლდი და მატიპი გამოაკლდნენ

ინგლისური „ლივერპულისთვის“ მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო და ყველაფერს საკადრო პრობლემებიც დაემატა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იურგენ კლოპს მცველები, ჟოელ მატიპი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდნენ. კამერუნელი ფეხბურთელი სავარაუდოდ 3 კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო ინგლისელი მცველი - 2 კვირა.

მანამდე „ლივერპულმა“ კოლუმბიელი შემტევი ლუის დიასიც დაკარგა, რომელიც გუნდს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში 8 თამაშში მოპოვებული 10 ქულით მეათე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 14 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120432