ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელი თანაგუნდელი, ჯოვანი სიმეონე, შესაძლოა, არგენტინის ნაკრებში გამოიძახონ და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. 27 წლის შემტევის გამოძახებას ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ითხოვენ - გვამცნობს Il Mattino.
სიმეონე „ნაპოლიში“ 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს იჯარის წესით. გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია.
მიმდინარე სეზონში სერია A-სა ჩემპიონთა ლიგაში ჯოვანიმ ჯამში 9 მატჩი გამართა და 4 ბურთი გაიტანა.
არგენტინის ნაკრებში სიმეონემ ბოლოს 2018 წელის ნოემბერში ითამაშა. სულ მან „ალბისელესტეში“ 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.