იტალიის ნაკრების, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალდო სერენამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი შეაქო.
როგორც მან თქვა, კვარას თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. სერენას აზრით, თანამედროვე ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი სტილის მოთამაშეების ნაკლებობაა და ფიქრობს, რომ მსგავსი ლაღი სტილის ფეხბურთელები 70-იან წლებში იყვნენ.
„კვარაცხელიას არ ვიცნობდი, წელს დავიწყე მისთვის თვალ-ყურის მიდევნება. ის სხვა ეპოქის, 70-იანი წლების ფეხბურთელია. როგორც წესი, მწვრთნელები ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელებს ჩარჩოებში აქცევენ, მაგრამ მგონია, რომ სპალეტის მისგან უბრალოდ დისციპლინით თამაში სურს. „ნაპოლის“ წელს მარცხენა ფლანგზე ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია“, - თქვა სერენამ.